პროდუქტების ხაზი
ტექნოლოგიური ცენტრი

სათაო ოფისში, ოფტერინგში, ალმის ტექნოლოგიურ ცენტრში, ასევე ჩინეთსა და სამხრეთ აფრიკაში, უწყვეტად მიმდინარეობს მუშაობა განვითარებასა და სიახლეებზე. ჩვენი ულტრათანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობისა და მრავალფეროვანი მანქანა დანადგარების საშუალებით შიდა ტექნოლოგიურ ცენტრში მზადდება და იტესტება ახალი პროდუქტები, მათი გამოყენებისა და პრაქტიკულობის შესამოწმებლად.

სურსათის ტექნოლოგია

წარმოებისას კლიენტების ინდივიდუალური და ქვეყნის სპეციფიკური მოთხოვნები არის პრიორიტეტული. ტექნოლოგიურ ცენტრში ჩვენ გვაქვს გამოყოფილი ტექნოლოგიური ზონა სამრეწველო ტესტირებისთვის, სადაც კონკრეტულად ვმუშაობთ სხვადასხვა ხარისხის კრიტერიუმებზე. ჩვენ ვაერთიანებთ ჩვენი საერთაშორისო შვილობილი კომპანიების სპეციალისტების გამოცდილებას და სხვადასხვა ბაზრის მოთხოვნებს და მათი გათვალისწინებით უახლეს პროდუქტებს ვქმნით.

ჩვენ გთავაზობთ

  • ექსკლუზიური რეცეპტის შემუშავებას,
     
  • ინდივიდუალური ლაბორატორიული მომსახურეობას,
     
  • რჩევებს სურსათის კანონმდებლობასთან შესაბამისად,
     
  • ბაზრის ანალიზს და ასევე
     
  • ერთობლივი ნიმუშების წარმოებას. 

ჩვენი თანამშრომლები აქტიურად უწევენ დახმარებას კლიენტებს პროცესის ოპტიმიზაციაში და აძლევენ მრავალ სასარგებლო რჩევას.

 

სემინარები კლიენტებისთვის

ალმის ტექნოლოგიურ ცენტრში შემოთავაზებული სემინარები ჩვენს მომხმარებლებს ეხმარება ახალი პროდუქტების შემუშავება-განვითარებაში. ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ მორგებულ სემინარებს ჯგუფებად ან ინდივიდუალურად, რათა მათ კონკრეტულ მოთხოვნებს მაქსიმალურად ვუპასუხოთ.

ჩვენი დეპარტამენტების  მხარდამხარ მუშაობით ვაერთიანებთ გამოცდილებას სხვადასხვა სფეროდან. 

მაღალკვალიფიციური ექსპერტები

ჩვენი მაღალი კვალიფიკაციის ტექნოლოგები სპეციალიზებულნი არიან შემდეგ დარგებში: ძეხვი და ხორცპროდუქტები, თევზი და ზღვის პროდუქტები, მოხმარების პროდუქტები, მარინადები და სოუსები და ვეგანური პროდუქტები.

Almi-ის სურსათის ტექნოლოგიის ექსპერტები მჭიდროდ თანამშრომლობენ ჩვენს შიდა კვლევებისა და განვითარების (Innov8) გუნდთან და წარმოდგენილნი არიან საერთაშორისო გამოფენებზე, ამიტომ მათ იციან უახლესი ტენდენციები და ინოვაციები.

საერთაშორისო ტექნოლოგთა გუნდი

ეს ექსპერტები ადგილზე უწევენ დახმარებას ჩვენს მომხმარებლებს, კონკრეტულ პროდუქტთან დაკავშირებულ საკითხებში. მხარს უჭერენ მათ კვლევით პროექტებში და ეხმარებიან წარმოების პროცესში წარმოქმნილი პრობლემების აღმოფხვრაში.

კონტაქტი

გსურთ მეტი ინფორმაცია ჩვენს ტექნოლოგიურ ცენტრთან დაკავშირებით, ან გაქვთ დამატებითი კითხვები? ჩვენ გთანხმობთ კონსულტაციას!