რძე და რძის პროდუქტები

პროდუქტის მახასიათებლები

დეკორატიული მწვანილების ნაზავები

Almi-ს დეკორატიული მწვანილების ნაზავებით თქვენ შეგიძლიათ გააუმჯობესოთ თქვენი ყველი და სპრედები. დახვეწეთ თქვენი პროდუქცია თქვენი ხედვით,  რამოდენიმე მარტივი ნაბიჯით. მრავალფეროვნება და შეუდარებელი გემო გარანტირებულია.

სანელებლები

ჩვენს მრავალფეროვანი სანელებლებით თქვენს რძის პროდუქტებს შესძინეთ განსაკუთრებულობა. ჩვენი სპეციალურად შემუშავებული ნაზავები მიკრობიოლოგიურად მორგებულია თქვენს ინდივიდუალურ მოთხოვნებს. ჩვენი შემოთავაზებული ფართო არჩევანი სრულყოფილი დანამატია თქვენი ქმნილებებისთვის - იქნება ეს სანელებლების სპრედები თუ დახვეწილი ყველის დეკორები.

საბაზისო სოუსები კრემ-ყველისთვის

ჩვენი მრავალფეროვანი განსხვავებული საბაზისო სოუსები კრემ-ყველისთვის  უნივერსალურია თქვენს სამზარეულოში გამორჩეული, ძლიერი გემოთი და მარტივი მომზადების წესით.

მარინადები რძის პროდუქტებისთვის

ჩაეშვითჩვენი საგულდაგულოდ შემუშავებული მარინადების სამყაროში და დაიწყეთ კულინარული მოგზაურობა ჩვენს პროდუქტებთან ერთად. ჩვენი ფართო ასორტიმენტი გემოს, ფერისა და ფუნქციურობის თვალსაზრისით იდეალურად შეესაბამება თქვენს საჭიროებებს.

დეკორ ნარევები

,,თვალიც ჭამსო“ - ჩვენი მრავალფერადოვანი დეკორის ნარევები მიკრობიოლოგიურად მორგებულია თქვენს მოთხოვნებს და საბოლოო პროდუქტს განსაკუთრებულ გემოსა და ვიზუალურ განსაკუთრებულ მახასიათებლებს მიანიჭებს.

არომატი

ჩვენი საგულდაგულოდ შერჩეული არომატების ფართო აღცევანი, საუკეთესოა თქვენი რზის პროდუქტების განუმეორებელი გემოს უზრუნველსაყოფად. დარწმუნდით ჩვენს ფართო ასორტიმენტში და იპოვეთ თქვენი იდეალური გემო.

საღებავები

ჩვენი ბუნებრივი და სინთეზური საკვები საღებავების ფართო არჩევანით თქვენს ხორცპროდუქტებს მიანიჭებთ მიმზიდველ და ავთენტურ იერსახეს, რომელიც დიდხანს შენარჩუნდება. ჩვენ გთავაზობთ ფართო სპექტრს, რომელიც შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს და დეკლარირების პრინციპებს.

ემულგატორები და შემასქელებლები

სრულყოფილი კონსისტენცია არის წარმატებული პროდუქტის გასაღები! ალმი გთავაზობთ ფართო ასორტიმენტს, რომელიც თქვენს რძის პროდუქტებს მისცემს იდეალურ ტექსტურას, პროდუქტიულობას და მიმზიდველ ვიზუალს. ჩვენი უმაღლესი ხარისხის ემულგატორებისა და შემასქელებელი საშუალებებით შექმნით სტაბილურ პროდუქტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ უმაღლესი ხარისხის მოთხოვნებს. ენდეთ ჩვენს მორგებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ზუსტად შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს – შედეგებისთვის, რომლებიც გაგახარებთ!

ფრეშ-ეფექტის აგენტი

აღმოაჩინეთ Almi-ის ინდივიდუალურად მორგებული გადაწყვეტილებები, რომლებიც სრულყოფილად ერგება თქვენს მოთხოვნებსა და დეკლარირების პრინციპებს! იქნება ეს ფხვნილის თუ თხევადი ფორმა – ჩვენი პროდუქტები არის გარანტია თქვენი რძის ნაწარმის სიახლისა და ფერის სტაბილურობის. ჩვენი ფრეშ-აგენტები შემუშავებულია უმაღლესი ხარისხით და ოპტიმალურად არის მორგებული თქვენს მოთხოვნებსა და პროდუქტს. 

კონტაქტი

გნებავთ მეტი ინფორმაცია ჩვენი ასორტიმენტის შესახებ ან გაქვთ კითხვები? ჩვენ სიამოვნებით გირჩევთ!