გემოვნება და გამოცდილება სასურსათო მრეწველობისთვის
კვების მრეწველობასი ჩვენი და ჩვენი საერთაშორისო კოლეგების მრავალწლიანი გამოცდილებით ვიცნობთ ბაზრებს და მათ რეგიონალურ მოთხოვნებს, ტრადიციებს და ტენდენციებს. ჩვენს სათაო ოფისში, ოფტერინგში, პროდუქტის განვითარების ექსპერტების გუნდი მუშაობს შემართებით და კრეატიულობით, რათა გააუმჯობესოს მომხმარებლების პროდუქტები ან ინდივიდუალური სურვილის მიხედვით შექმნას ექსკლუზიური რეცეპტები.
ინდივიდუალური და ინოვაციური გადაწყვეტილებები
ალმი ითვალისწინებს თქვენს ინდივიდუალურ მოთხოვნებს, რათა შექმნას პროდუქტები თქვენი სურვილის მიხედვით. ჩვენი მრავალფეროვანი ცოდნის საფუძველზე შეგვიძლია დავაკმაყოფილოთ მომხმარებლის ნებისმიერი მოთხოვნა ჩვენს სტანდარტულ ასორტიმენტზე სხვადასხვა სასურველი ინგრედიენტის დამატებით. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი ტექნოლოგები თქვენ ადგილზე დაგეხმარებიან სხვადასხვა პრობლემის გადაწყვეტაში. ჩვენი ექსპერტები მუშაობენ გუნდურად, შემდეგი პროდუქტების მიმართულებებით:
თქვენი უპირატესობები
- ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ და მუდმივად მიმდინარე და მომავალი ტენდენციების რიტმში კვების ინდუსტრიაში
- ინოვაციური გადაწყვეტილებები და კონცეფციები
- თქვენი პროდუქციის ოპტიმიზაციის მხარდაჭერა
- სრული პროდუქციის პრეზენტაციები სემინარებზე და სამუშაო შეხვედრებში Almi ტექნოლოგიურ ცენტრში
ინოვაციური იდეებითა და ტექნოლოგიებით ჩვენ ბაზარზე ვქმნით გამორჩეულ სანელებლების ნარევებს!
სურსათის კვლევა და განვითარება
Innov8 არის Almi Group-ის შეუცვლელი წევრი, რომელიც შედგება ექსპერტთა ჯგუფისგან, რომელთა მიმართულებაა სფეროს ტექნოლოგია, ქიმია და კვების მეცნიერებები, ყოველდღიურად ისინი მუშაობენ შემართებით, მათი ნოუ-ჰაუ მხარდაჭერილია ეროვნული და საერთაშორისო უნივერსიტეტების კვლევითი ინსტიტუტების და გლობალური მასშტაბით სურსათის ინდუსტრიაში მოქმედი ინდუსტრიული პარტნიორების მიერ. ასევე მწარმოებლებთან, ნედლეულის მომწოდებლებსა და სადისტრიბუციო პარტნიორებთან ხანგრძლივი თანამშრომლობით.
ნოუ-ჰაუ და ინოვაციები
სურსათის ბაზარზე კონკურენცია გამოწვევებითა სავსეა. თუ ვინმეს სურს ბაზარზე გრძელვადიან პერსპექტივაში უპირატესობის შენარჩუნება, ის ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ უნდა იყოს კონკურენტებზე და მუდმივად უნდა აღაფრთოვანებდეს თავის მომხმარებლებ ინოვაციური გადაწყვეტილებებით. როგორც Almi Group ოჯახის ის ძლიერი წევრი, Innov8 არის კვლევის და განვითარების სპეციალისტი სურსათის სფეროში და თქვენი ბაზარზე თქვენი უპირატესად წარმოჩენისთვის.
- ინოვაციური შემოქმედების უნარი
- ნოუ-ჰაუ და კრეატიულობა
- პროდუქტის განვითარების პროცესში მუდმივი მხარდაჭერა მხარდაჭერა და რჩევები.
სურსათის ოპტიმიზაციის ხელშეწყობა
ჩვენ, როგორც სურსათის მწარმოებელი და ეკონომიკური პარტნიორი, მუდმივად ვცდილობთ სურსათის ოპტიმიზაციაში წვლილის შეტანას. კომპეტენციის ცენტრთან FFoQSI (Austrian Competence Centre for Feed and Food Quality Safety and Innovation), ეროვნულ და საერთაშორისო უნივერსიტეტებთან, კვლევით ინსტიტუტებსა და მარეგულირებელ სააგენტოებთან თამაშრომლობითა და მხარდაჭერით, ჩვენ ვაკმაყოფილებთ ამ მოთხოვნას. ძირითადი ყურადღება მიმართულია კვლევით პროგრამებზე, რომლებიც შემუშავებულია ბიზნესისა და მეცნიერების მიერ ერთობლივად შერჩეულ ღირებულებით თემებზე. წარმოების გაუმჯობესების კვლევა ხდება სამეცნიერო მეთოდების გამოყენებით.
გსურთ უფრო მეტი ინფორმაცია ჩვენს პროდუქციის ასორტიმენტზე ან გაქვთ კითხვები? მოხარული ვიქნებით გაგიწიოთ კონსულტაცია!