ტკბილეული და საცხობი პროდუქტები
პროდუქტის მახასიათებლები
სურნელოვანი მცენარეული ემულსიები
სურნელოვანი მცენარეული ემულსიები დამზადებულია ზეთისა და ცხიმის ბაზაზე და მომხმარებლის ინდივიდუალური მოთხოვნის საფუძველზე ზავდება სხვადასხვა მწვანილითა და სანელებელით, რაც ქმნის ინტენსიურ გემოსა და დახვეწილ არომატს. მათი დახმარებით გამომცხვარი პროდუქტი გამოირჩევა ლამაზი, მიმზიდველი იერსახითა და შესახედაობით.
საცხობი ნაზავები
ჩვენი პრაქტიკული საცხობი ნაზავები საშუალებას გაძლევთ სწრაფად და უპრობლემოდ შექმნათ გემრიელი ცომეული მცირე ინგრედიენტების გამოყენებით. ჩვენი საცხობი ნაზავების ფართო ასორტიმენტი იდეალურად არის მორგებული გემოთი და ფუნქციური დანიშნულებით საბოლოო პროდუქტს.
მოსართავი პროდუქტები
ჩვენი მოსართავი, ისეთი როგორიცაა შოკოლადის მუსი არის მარტივი მოსამზადებელი და წარმოუდგენლად გემრიელი. ალმი გთავაზობთ გადაწყვეტილებებს კრემისებური კონსისტენციის, მიმზიდველი ფერის და შესანიშნავი გემოს პროდუქტებისთვის. აირჩიეთ ჩვენი ფართო პროდუქციის სიიდან ან ჩვენი ექსპერტები შეიმუშავებენ ახალ მიგნებას თქვენი ინდივიდუალური სურვილების მიხედვით!
ნაზავები და სანელებლები
ჩვენი მრავალფეროვანი ნაზავები და სანელებლები ტკბილი დესერტის კერძებისთვის გიწვევთ საცხობად. Almi გთავაზობთ იდეალურ გადაწყვეტილებებს პროდუქტებისთვის კრემისებური კონსისტენციის, მაცდური ფერის და გემოს მისანიჭებლად. აირჩიეთ ჩვენი პროდუქციის ფართო პორტფოლიოდან ან მოთხოვეთ ჩვენს ექსპერტებს, შეიმუშავონ ახალი მიგნებები, რომლებიც სრულყოფილად შეესაბამება თქვენ სურვილებს.
სოუსი
ჩვენი ტკბილი სოუსები საშუალებას გაძლევთ გააუმჯობესოთ ტკბილეულობა და საცხობი პროდუქტები, როგორიცაა მაგალითად: პანქეიკები, ნაყინი ან დესერტები.
ნაყინი
აღმოაჩინეთ ჩვენი პროდუქცია ნაყინისთვის – იდეალური, კრემისებური კონსისტენცია ყინულის კრისტალების გარეშე, ძლიერი და მიმზიდველი ფერით.
ფრეშ-აგენტი
აღმოაჩინეთ Almi-ის მორგებული გადაწყვეტილებები, რომლებიც სრულყოფილად შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს და დეკლარირების მოთხოვნებს! ჩვენი პროდუქტები ფხვნილისა თუ თხევადი სახით გარანტიაა თქვენი ნაწარმის ფერისა და სიახლის სტაბილურობის. ჩვენი კონსერვანტები შემუშავებულია ოპტიმალურად თქვენი ჩვენსიცხლატმყოფარი კონკრეტული პროდუქტებისთვის.
დეკორის ნაზავები
ჩვენი დეკორის ნაზავები ტკბილეულისა და საცხობისთვის საბოლოო პროდუქტს როგორც გემოთი, ასევე ვიზუალურადაც განსაკუთრებულ ელფერს ანიჭებს.
არომატი
ჩვენი მრავალფეროვანი დახვეწილი არომატები იდეალურია თქვენი ტკბილეულისა და საცხობი ნაწარმისთვის უნიკალური გემოს მისანიჭებლად. დარწმუნდით ჩვენს დიდ არჩევანში და აღმოაჩინეთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული სრულყოფილი არომატი.
საღებავები
ჩვენი ბუნებრივი და სინთეზური საკვები საღებავების ფართო არჩევანით თქვენს ტკბილეულს და საკონდიტრო პროდუქტებს მიანიჭებთ მიმზიდველ და ავთენტურ იერსახეს, რომელიც დიდხანს შენარჩუნდება. ჩვენ გთავაზობთ ფართო სპექტრს, რომელიც შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს და დეკლარირების პრინციპებს.
ემულგატორები და შემასქელებლები
სწორი კონსისტენცია გადამწყვეტია წარმატებული პროდუქტისთვის. Almi-ს შეუძლია თქვენი ტკბილეულისა თუ საცხობის პროდუქტებისთვის შემოგთავაზოთ ფართო ასორტიმენტი, რომელიც თქვენს პროდუქტს მისცემს სრულყოფილ კონსისტენციას, გამოსავლიანობას და შესახედაობას. ჩვენი ემულგატორები და შემასქელებლები შესაძლებელია მორგებულ იქნას თქვენს რეცეპტებს!
გსურთ მეტი ინფორმაცია ჩვენი ასორტიმენტის შესახებ ან გაქვთ შეკითხვები? მოხარული ვიქნებით მოგაწვდოთ კონსულტაცია!