პროდუქტების ხაზი

შერევადა შეფუთვა

მორგებული
შეკვეთის ზომები

შემრევი დანადგარები შევსება შეიძლება მოხდეს რეზერვუარებიდან ან დიდი ჩანთა-სათავსოებიდან როგორც ავტომატურად, ასევე ხელითაც. ეს ეხება როგორც ფხვნილს, ასევე თხევად კომპონენტებს. შერევის სხვადასხვა ზომების გამო, შეკვეთები ნებისმიერ რაოდენობაში შეიძლება დამზადდეს.

ალმი გთავაზობთ 30 სხვადასხვა  სახის შერევის სისტემის ფართო არჩევანს, ფხვნილი, მყარი და თხევადი ნაზავებისთვის. საუკეთესო ხარისხის უზრუნველყოფისთვის, ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ნაზად შერევის ტექნიკას. მრავალფეროვანი შერევის სისტემების წყალობით, პარამეტრები ინდივიდუალურად შეიძლება მორგებული იყოს თითოეული რეცეპტის სპეციფიკურ მოთხოვნებზე. ასე ჩვენ ვიღებთ ნარევების საუკეთესო შედეგს.

ალმის ციფრული ანაბეჭდი

სანამ ნარევი შეიფუთება, თითეული პარტიიდან ხდება შესანახი ნიმუშის აღება, მისი მარკირება და მონაცემთა ბაზაში შეყვანა. ნიმუში შედარდება საკონტროლო ნიმუშს, ძირითადი მახასიათებლების და პარამეტრების მიხედვით. ამ პროცედურის წყალობით ალმი მუდმივ გარანტიას იძლევა პროდუქციის ხარისხზე.

შეფუთვა

ჩვენი ავტომატური შესაფუთი მანქანების საშუალებით ყოველდღიურად სხვადასხვა ზომის შეფუთვაში რამდენიმე ასეული ტონა იფუთება. ჩვენ ასევე შეგვიძლია სწრაფად, მცირე რაოდენობების მომზადება ნიმუშის სახით და კლიენტებისთვის გაგზავნა.

შეფუთვა არომატების
დაცვით

 

Almi-მ შეიმუშავა მეთოდი „შესაფუთად განკუთვნილი სურსათის არომატული დამუშავების“-თვის. STIP® ნიშნავს „სურნელი და გემო შეფუთვაში“. ამ მეთოდით ღია შეფუთვაში, შეფუთვის ჰერმეტულად დახურვამდე, შეჰყავთ დამცავი გაზი, ერთი ან მეტი არომატული სითხის თანხლებით.

სტიპ ტექნოლოგია
კონტაქტი

გსურთ მეტი ინფორმაცია ჩვენი ასორტიმენტის შესახებ ან კიდევ გაქვთ კითხვა? ჩვენ სიამოვნებით გირჩევთ!