ნედლეულის უსაფრთხოება
სურსათის ხარისხი და ნედლეულის უსაფრთხოება
საკვები პროდუქტის ხარისხი Almi-სთვის ყველაზე პრიორიტეტულია. ამტომ ჩვენ შეძლებისდაგვარად ვაგროვებთ ნედლეულს რეგიონალურად ან პირდაპირ წარმოშობის ქვეყნებიდან, ჩვენი 90 წელზე მეტი გამოცდილებით საკვები პროდუქტების ინდუსტრიაში, დავამყარეთ მრავალი გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობები ადგილობრივ მწარმოებლებთან.
მწარმოებლების, ნედლეულის მომწოდებლებისა და სადისტრიბუციო პარტნიორების გლობალური ქსელის წყალობით, ჩვენ ფართოდ ვართ წარმოდგენილი სურსათის ბაზარზე და შეგვიძლია გარანტირებულად უზრუნველვყოთ პროდუქციის მუდმივი მაღალი ხარისხი და უწყვეტი მიწოდება.
ხარისხის კონტროლი
იწყება მოსავლის აღებით
წარმოშობის ადგილზე მოსავლის შეძენისას ხარისხის სტანდარტების წყალობით ნედლეულის გადამუშავებისას კონკრეტული ფუნქციური და გემოვნების პროფილის მიხედვით ყოველთვის ვაკვირდებით პროდუქციის ხარისხს და ამის მიხედვით ვამზადებთ პროდუქტებს შესაბამისი ბაზრისთვის.
უმაღლესი ხარისხის სტანდარტი და უახლესი ტექნოლოგიები
სწორედ აქ იწყება ჩვენი სხვადასხვა, უახლესი ტექნოლოგიების ჩართულობა ნედლეულის ოპტიმალური გადამუშავებისთვის. მოსავლის აღებისთანავე ალმის წარმოებაში შემომავალი ყველა ნედლეული მოწმდება და იწმინდება მიღებისთანავე. ჩვენს შიდა ლაბორატორიაში თანამედროვე ანალიზების გამოყენებით კვლავ დასტურდება ნედლეულის ხარისხი და მხოლოდ ამის შემდეგ გადადის წარმოებაში შემდგომი დამუშავებისთვის.
გსურთ მეტის ინფორმაცია ჩვენი ასორტიმენტის შესახებ ან გაქვთ კიდევ კითხვები? მოხარულები ვიქნებით გაგიწიოთ კონსულტაცია!